ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები

აღნიშნული ვებ-გვერდი წარმოადგენს შპს „რეალ პალასის’’ საკუთრებას. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს. წინამდებარე ვებგვერდზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენს მიერ ვებგვერდით სარგებლობა.

ტერმინთა განმარტება

კომპანია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია, შპს „რეალ პალასი’’  (ს/ნ 445394591)

ვებ-გვერდი - https://bst-management.com/;
მომხმარებელი - კომპლექსში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც კომპანია არეგისტრირებს ანგარიშზე;
ანგარიში - კომპანიის მიერ საცხოვრებელი ფართებისათვის გახსნილი საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართების ანგარიშები, რომელიც ასახავს წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრულ ინფორმაციას;
წესები და პირობები - წინამდებარე წესები და პირობები, ასევე მისი ნებისმიერი დანართი და შემადგენელი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც არეგულირებს ვებ-გვერდის  გამოყენების პირობებს;
ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი;
ომპლექსი - შპს რეალ პალასის მიერ აშენებული მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეებთან რეალ პალასს დადებული აქვს მომსახურების ხელშეკრულება.

ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ:

მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება

მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანია არეგისტრირებს მომხმარებლის პირადი ანგარიშის სამართავად, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია დაინახოს:


პირადი ანგარიშის მეშვეობით მომხმარებელმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:


ბმულები

თუ ვებ-გვერდზე მოცემულია ბმული, რომელიც გადაგამისამართებთ სხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფ საიტზე (მაგალითად ანგარიშსწორების შემთხვევაში გადამისამართება), ამ შემთხვევაში იმ საიტის მოხმარების პირობები დაექვემდებარება მათივე საიტზე განთავსებულ/მოქმედ წესებს.

ინფორმაციის მოწოდება

თქვენ ადასტურებთ, რომ ანგარიშის გასახსნელად კომპანიისთვის თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან მოწოდებული იქნება მცდარი ან/და არაზუსტი ინფორმაცია კომპანიის მიერ მოთხოვნილ მონაცემზე, კომპანია თავისუფლდება აღნიშნულით გამოწვეულ შედგებზე პასუხისმგებლობისგან.

პასუხისმგებლობა

კომპანია სრულად იღებს პასუხიმგებლობას მომხმარებლის მიმართ ნებისმიერი და ყველა ზიანისთვის, რაც გამოწვეულია უშუალოდ კომპანიის განზრახი და უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანით. კომპანიის პასუხისმგებლობა გამორიცხულია ისეთი ზიანისთვის, რაც გამოწვეული არ არის კომპანიის ბრალეული ქმედებით ან ფორს-მაჟორული სიტუაციით. კომპანიის პასუხისმგებლობა გამორიცხულია:
თუ მომხმარებელი თავად გადასცემს მესამე პირ(ებ)ს, ან მესამე პირისთვის/პირებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომს გახდის ვებ-გვერდზე მის ანგარიშზე შესვლისთვის საჭირო მონაცემებს (მომხმარებლის სახელს და პაროლს). ასეთ შემთხვევაში კომპანიას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირების მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის;
მომხმარებლის მიერ შეცდომით განხორციელებული ტრანზაქციისთვის (პირად ბალანსზე თანხის ჩარიცხვისთვის). მომხმარებელი აცნობიერებს, რომ კომპანია ვერ უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმებას;
ნებისმიერ ზიანზე, დანაკარგზე, რაც გამოწვეულია კომპანიისგან დამოუკიდებელი ხარვეზის/შეცდომის, მომხმარებლის მხრიდან ტრანზაქციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევასა და აღნიშნულით დამდგარ შედეგზე;
თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელია ტექნიკური შეფერხების, ან კომპანიისგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით;
კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის წვდომას ვებ-გვერდზე და სერვისის მიწოდებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არ გასცემს სხვა ისეთ არავითარ გარანტიას ან დაპირებას, აგრეთვე არ იღებს სხვა ისეთ ვალდებულებას, რომელიც არ არის მითითებული წესებსა და პირობებში;
კომპანია არ არის პასუხისმგებელი და არ გასცემს გარანტიას, რომ ვებ-გვერდი მუდმივად, ნებისმიერი სახის შეფერხების გარეშე იქნება ხელმისაწვდომი და იმუშავებს შეფერხების ან პროგრამული შეცდომის/ხარვეზის გარეშე;
კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. კომპანიაა არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, კომპანიის სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს. ასევე სრულად და მხოლოდ მომხმარებლის რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართავობა.

აკრძალვები ვებგვერდის გამოყენებისას

ვებ-გვერდის გამოყენებისას, მომხმარებელს ეკრძალება უკანონო/თაღლითური ქმედება, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს კომპანიის საქმიან რეპუტაციას. ასევე მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით. კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის, ასევე ვებგვერდის სტრუქტურის, გამოსახულების და დიზაინის გავრცელება, გადაცემა, მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდი, მის შინაარსი, სტრუქტურა და დიზაინი დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება კომპანიის საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. აკრძალულია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლუატაცია.

ცვლილებები და დამატებები

კომპანია უფლებამოსილია წინამდებარე წესებსა და პირობებში ვებ-გვერდის გამოყენების თაობაზე, ნებისმიერ დროს განახორციელოს ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ვებ-გვერდის დიზაინი და ასევე მომსახურების მიღების პირობები ან ტარიფები. კომპანია არ არის ვალდებული მომხმარებელს აცნობოს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.

კონფიდენციალურობა

ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის გამცემი მხარის ერთპიროვნულ და ექსკლუზიურ საკუთრებას.
ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მხოლოდ მისი იმ თანამშრომლებისთვის, შვილობილი კომპანიებისთვის ან სხვა აფილირებული პირებისათვის, რომელთათვისაც აუცილებელია მისი ცოდნა, შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად.
კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს მესამე პირების მხრიდან მომხმარებლის მონაცემებთან არასანქცირებულ წვდომაზე.
კონფიდენციალური ინფორმაციის კომპანიისთვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კომპანიის უსაფრთხოებას.
მომსახურების საფასურის გადახდისას შეიძლება მოთხოვნილი იქნეს წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, ავთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება კომპანიის ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, კომპანიას ხელი არ მიუწვდება მომხმარებლის ბარათის ინფორმაციაზე.
კონფიდენციალობასთან დაკავშირებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც:
კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისთვის ინფორმაციის გამცემი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
არის, ან გახდება მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ან მათგან დამოუკიდებლად;
რომლის გამჟღავნებაც მოხდება კომპანიის ან მომხმარებლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო/საარბიტრაჟო სასამართლო წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან.

მოქმედი კანონმდებლობა და დავები

მიუხედავად მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილისა, ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, ყველა იმ საკითხის დასარეგულირებლად, რასაც არ მოიცავს წინამდებარე წესები და პირობები, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები ან/და კომპანიასა და მომხმარებელს შორის დამატებით შეთანხმებული პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომპანიასთან არსებული ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით. დავის მოლაპარაკების გზით მოუგვარებლობის შემთხვევაში, კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა შესაბამისი იურისდიქციის მქონე საქართველოს სასამართლოს.

საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე წესებსა და პირობებთან და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით ელ-ფოსტაზე: info@bst-management.com.
მომსახურების და ტარიფების თაობაზე ინფორმაცია ასახულია აგნარიშში, სხვა ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოთხოვნა დააფიქსიროთ თქვენს პირად გვერდზე არსებული ველის - ‘’გაუგზავნეთ შეტყობინება მენეჯერს’’ გამოყენებით.

შესაძლო ხარვეზები

ვებგვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა

მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე პირადი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში (“ჩემი პროფილი”) შესვლით.
ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ განაახლოთ პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები მისი შეცვლის შემთხვევაში.

პერსონალური მონაცემები

კომპანია ახორციელებს მომხმარებლის მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის  შენახვას (სახელი, გვარი, პასპორტის/პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ  მომსახურებ(ებ)ის განსახორციელებლად. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების  გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება. კომპანია მიიღებს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რათა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები იყოს დაცული და არ მოხდეს მათი შემთხვევითი, მიზანმიმართული ან/და უკანონო გავრცელება ან მოხმარება არაუფლებამოსილ პირთა მიერ.

წინამდებარე წესების გაცნობით და ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ პერსონალური მონაცემები შეინახოს მონაცემთა ბაზაში.

ანგარიშსწორების და თანხის დაბრუნების პირობები

მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორცილება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

  1. 1. ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.
  2. 2. მომსახურების ღირებულების გადახდა საბანკო გადარიცხვის გზით ინვოისის საფუძველზე, რომელიც გაეგზავნება მომხმარებელს მოთხოვნის საფუძველზე (როგორ იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისთვის);არასწორად / შეცდომით შესრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე, ან მოგვწეროთ პირადი გვერდიდან და გვატყობინებთ დაუსრულებელი ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ და გვაწვდით შემდეგ ინფორმაციას:

აღნიშნული წერილის საფუძველზე კომპანია იღებს გადაწყვეტილებას გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, თქვენი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თანხის გადარიცხვა თქვენს პირად ბალანსზე.დაბრუნებას ექვემდებარება კომპანიის ბალანსზე ასახული თანხის ფარგლებში, საიდანაც მომხარებელს დაუკავდება დაბრუნების საკომისიო მიმღები ბანკის საკომისიოს გათვალისწინებით.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე წესებისა და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე. რეგისტრაციამდე მომხარებელი ვალდებულია კომპანიასთან დააზუსტოს ინფორმაცია ანგარიშის თაობაზე.
მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია მომხმარებლის მიერ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში. მომხმარებელის მოთხოვნით არ გაუქმდება ანგარიშზე რეგისტრირებული მონაცემები მიმდინარე დავალიანების პირობებში, ხოლო თანხმობის საფუძველზე დავალიანება შეიძლება გადახდილი იქნეს ახალი მომხმარებლის მიერ.

გარდამავალი დებულებები

წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წესები და პირობები შედგენილია მისთვის გასაგებ ენაზე და იგი სრულად აცნობიერებს აღნიშნულით დადგენილი ნორმების შინაარს.
კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს.
წესებისა და პირობების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ან/და მისი სხვა ნაწილების ბათილობას.
ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წესებითა და პირობებით და მხარეთა შორის გაფორმებული სხვა ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, ტელეფონის ნომრის, პასპორტის, მისამართის, ცვლილების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას.აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას არ დაეკისრება პასუხისმგელობა, თუ მის მიერ მომსახურების შეუსრულებლობა დაკავშირებული იქნება მომხმარებლის მიერ ვალდებულების დარღვევასთან.